პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი: მეცხრე არხზე ყველაფერი კარგად ვითარდება

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ტელეკომპანია "მე-9 არხში" მიმდინარე რეორგანიზაცია ნორმალური პროცესია და ყველაფერი კარგად ვითარდება.

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მეცხრე არხში მიმდინარე პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგად ვითარდება. 

"როგორც ვთქვი, ტელეკომპანია დარჩება. ხდება რეორგანიზაცია, ეს კი ნორმალური პროცესია", - განაცხადა ივანიშვილმა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ტე­ლე­კომ­პა­ნია მე-9 არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა კა­ხა ბე­ქა­ურ­მა გუ­შინ, 29 ნო­ემ­ბერს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რაც არ­ხზე მიმ­დი­ნა­რე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ით ახ­სნა. არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბას ამ­ჟა­მად ლუ­ბა ელი­აშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს.

ამასთან, პრემიერმინისტრი ქვეყანაში მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასაც იგივე პოზიცია აქვს.
"დაკავებების პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იგივეს ვფიქრობთ ჩვენც და ვაკეთებთ კიდეც. ასე რომ, ჰილარი კლინტონის განცხადებაში არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა", - დასძინა ივანიშვილმა.

ჰილარი კლინტონმა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება გამჭვირვალედ უნდა მოხდეს. 

კომენტარები