თბილისის საკრებულო

საკრებულოში ახალი ფრაქცია იქმნება

ქალაქ თბილისის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია იქმნება - ქართული ოცნება-თბილისელები. მისი თავმჯდომარე რესპუბლიკელი გულიკო ზუმბაძე იქნება, რომელმაც საკრებულოში თინა ხიდაშელი ჩაანაცვლა. ფრაქციას ორი წევრი ეყოლება - ნათელა მაჭავარიანი და კახაბერ ფირუაშვილი. 

 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თბილისის საკრებულოში შექმნილი ეს უკვე მეორე დამოუკიდებელი ფრაქციაა. ოქტომბრის  ბოლოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია 5-მა დეპუტატმა დატოვა და ახალი გაერთიანება შექმნა.

 

კომენტარები