ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტრო რუსთავი 2-ისა და იმედის დავალიანებების ჩამოწერით დაინტერესდა

ფინანსთა სამინისტრო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის და იმედის დავალიანებების ჩამოწერით დაინტერესდა. მინისტრ ხადურის განმარტებით, რუსთავი 2-ს და იმედს წინა ხელისუფლებამ გადაუხდელი გადასახადები აპატია. სამინისტრო დაინტერესებულია თუ რის საფუძველზე ჩამოაწერეს ამ ტელევიზიებს გადასახადები.

ხადურის თქმით, რუსთავი 2-ში ფინანსური პოლიცია ან საგადასახადო სამსახური არ შევა. მისი განმარტებით, სამინისტროს ხელთ არსებული მასალები პროკურატურას გადაეგზავნება, რომელიც სავარაუდოდ გამოძიებას დაიწყებს თუ რის საფუძველზე მიიღეს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დავალიანებების ჩამოწერის გადაწყვეტილება. ხადურის თქმით, მაშინ როცა მხოლოდ 2010 წელს რუსთავი 2-ს 20 მილიონი ლარის გადასახადი აპატიეს, ტელეკომპანია კავკასიას 2 ლარი და 50 თეთრის გამო ინკასო დაადეს.

 

 

კომენტარები