საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის ცნობით, რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ კონსტანტინე გუნცაძე დაინიშნა, გენერალური დირექტორის (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის) პირველი მოადგილე კი ოლეგ ბიჭიაშვილი იქნება. ის გენერალური დირექტორის მოვალეობებს შეასრულებს. ბიჭიაშვილს რკინიგზაში რამდენიმე ათეული წლის სამსახურის სტაჟი აქვს და რკინიგზის სპეციფიკას იცნობს - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სს საპარტნიორო ფონდმა დღეს, 27 ნოემბერს მიიღო.




