ფინანსთა სამინისტრო

შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსს 5 საათის განმავლობაში მოწმის სახით კითხავდნენ

5-საათიანი დაკითხვის შემდეგ, გუშინ, 26 ნოემბერს,  შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯაბა ებანოიძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გვიან ღამით დატოვა. 
როგორც ებანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადად, დაკითხვა შემოსავლების სამსახურში მის საქმიანობას ეხებოდა. 
"თემა ზოგადად ეხება შემოსავლების სამსახურში ჩემს საქმიანობას და წინა პერიოდსაც. დავიკითხე მოწმის სტატუსით. დაკითხვის პროცესმა კორექტულ ვითარებაში ჩაიარა. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, დეტალებზე არ შემიძლია გესაუბროთ. მეც დაინტერესებული ვარ გამოძიების კარგად წარმართვით", - აღნიშნა ებანოიძემ.

კომენტარები