მთავარი პროკურატურა

კბილაშვილის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გახდება

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე გახდება. ამ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

"ლაშა ნაცვლიშვილი წარდგენილია მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, თუმცა, როდიდან შეუდგება ის მუშაობას, ვერ გეტყვით. ბრძანება ჯერ ხელმოწერილი არ არის", - აღნიშნა შსს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ნაცვლიშვილს შს მინისტრის მოადგილის პოსტზე. 

კომენტარები