რუსეთი

დმიტრი მედვედევი: არასოდეს თქვა არასოდეს

რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრი, 2008-2012 წლებში ქვეყნის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი არ გამორიცხავს, რომ 2018 წელს იგი კვლავ დაუბრუნდეს პრეზიდენტის პოსტს - ამის შესახებ მედვედევმა გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა. 
"არასოდეს თქვა არასოდეს. მით უმეტეს, რომ მე ერთხელ უკვე შევედი ამ მდინარეში. რატომაც არ უნდა შევიდე კიდევ ერთხელ", - აღნიშნა მედვედევმა.
პრემიერმა იმაზეც ისაუბრა, რომ ამჟამინდელ პოსტზე თავს კომფორტულად გრძნობს. 
"თუ არსებობს  ადამიანი, რომელთანაც ჩემთვის მუშაობა კომფორტულია, ეს ადამიანია ვლადიმირ პუტინი", - განაცხადა მედვედევმა.

კომენტარები