საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი: ჩემს ხალხს არ მივატოვებ განსაცდელში

მიხეილ სააკაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე. კრინიცას ყოველწლიური ფორუმი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზეიმო წირვას ბაგრატის ტაძარში დაესწრო. 

"ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში და მე, რა თქმა უნდა, ჩემს ხალხს არ მივატოვებ განსაცდელში", - ამის შესახებ სააკაშვილმა  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში არ არის მარტივი დრო და სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რომ ქვეყანა არის განსაცდელში.

"მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ პირობებშიც კი, როცა გაძლიერდა ინსტინქტები, რომ ამდენი წლის განმავლობაში შენებისა და განვითარების შემდეგ ნგრევა მოხდეს, განადგურება მოხდეს და ამისკენ მოწოდებები ისმის, ეს ვერ განხორციელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი ხალხი ამას არ დაუშვებს. ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს და, ჩემიმხრივ, მინდა ვთქვა, რომ ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი მშვიდობის, ომის დროს, გაჭირვების დროს, აღმშენებლობის დროს და მე, რა თქმა უნდა, ჩემს ხალხს არ მივატოვებ არც განსაცდელში. ჩვენ ბოლომდე გადავლახავთ ამ პრობლემებს. ჩვენ გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე. საქართველოს სხვა პერსპექტივა არა აქვს. მიუხედავად იმისა, როგორი შეხედულებებიც არ უნდა გვქონდეს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ერთიანობა და რწმენა მომავლის. მე დარწმუნებული ვარ, ყველანი გამოვალთ გამარჯვებულები", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 მასთან ერთად იმყოფებოდნენ იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და ქუთაისის ყოფილი მერი და უმცირესობის წევრი, გიორგი თევდორაძე.

კომენტარები