23 ნოემბერს პატიმართა მორიგი შეწყალება იგეგმება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისია, ხვალ, 19 ნოემბერს ძველი შემადგენლობით შეიკრიბება და ათასზე მეტი პატიმრის საქმეს განიხილავს. მათ შორის ყველა ტიპის და კატეგორიის პატიმრები არიან. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ აცნობა. მისი ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანება ახალი წლიდან შეიცვლება.
tbl.ge/x9z
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა
- ყაველაშვილმა 70 მსჯავრდებული შეიწყალა
- ყაველაშვილი შეწყალებაზე: არავინ გაბედოს და პატიმრების მდგომარეობით სპეკულირება არ სცადოს
- იოსელიანი: მნიშვნელოვანია, შეწყალება უსაფრთხოების რისკებს არ წარმოშობდეს
- მდინარაძე: შეწყალებით ყაველაშვილმა ბევრი ოჯახი გაახარა




