რეზოლუცია

ირაკლი სესიაშვილი: ჩვენ ამ რეზოლუციას არ მივტირით

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ნატოს საპარლამენტო რეზოლუციაში მოხვედრილ ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 
„ჩვენ ამ რეზოლუციას არ მივტირით, რადგან ის არ არის სავალდებულო. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რასმუსენი და სხვები დარწმუნდებიან, რომ ისინი აღმოჩნდნენ შეცდომის მსხვერპლი და ის ნაბიჯები, რაც ახალმა ხელისუფლებამ გადადგა, ეს არის დემოკრატია და არა წარსულში დაბრუნება, რასაც ჩვენი საზოგადოება წინ აღუდგა“, - განაცხადა სესიაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე, საქართველოს მიმართ კრიტიკული ჩანაწერის გაკეთებას პარლამენტის წევრ გიორგი კანდელაკს უკავშირებენ. მათი თქმით, კანდელაკმა ძველი კავშირები გამოიყენა, ევროპელ დეპუტატებთან იმუშავა და დაარწმუნა ისინი, რომ საქართველოზე უარყოფითი ჩანაწერი გაკეთებულიყო. 

„გული მწყდება, რომ ამ საკითხზე ვერ გამოიჩინა პრინციპულობა წინა ხელისუფლებამ და ვერ გადალახა ის ბარიერი. რასაც ვიწროპოლიტიკური ინტერესები ჰქვია. საბოლოოდ ქვეყანა დაზიანდა, რადგან საქართველოს მიმართ გაჩნდა უარყოფითი ჩანაწერი“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები