თბილისის მერია

უგულავა თბილისელებს ტრანსპორტის შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის

თბილისის მერი გიგი უგულავა ბოდიშს იხდის ტრანსპორტის სისტემაში შეფერხებების გამო. თბილისში მძღოლების გაფიცვის გამო ავტობუსები არ ფუნქციონირებდა. უგულავას თქმით, მერიამ ყველაფერი გააკეთა, რათა ამ გაფიცვით გამოწვეული დისკომფორტი შეემსუბუქებინა - მეტროში ვაგონები დაამატა და ქალაქში დამატებითი სამარშრუტო ტაქსები გამოიყვანა, თუმცა ტრანსპორტის სრული განტვირთვა მაინც ვერ მოხერხდა. 

უგულავამ მძღოლების მოთხოვნების შესახებაც ისაუბრა: „ძირითადად, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ხელფასია. წლევანდელი წლის ბიუჯეტიდან ეს შეუძლებელია, რადგან 2 თვეა დარჩენილი. რაც შეეხება 2013 წლის ბიუჯეტს, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ფინანსთა სამინისტრო, მთავრობა და პარლამენტი რამდენად გაითვალისწინებს იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც სჭირდება ქალაქს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ამის შემდეგ ვიმსჯელებთ საკრებულოში და თითოეული კაპიკი იქნება გადანაწილებული“.

კომენტარები