ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროში საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები დაინიშნენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის აპოლონ კაკაბაძის მოადგილეები გიორგი ახვლედიანი და ალექსანდრე ჯაფარიძე იქნებიან.

გიორგი ახვლედიანი წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა დროს იყო ფინანსური პოლიციის სამმართველოს უფროსი, საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის ხელმძღვანელი. იუსტიციის სამინისტროში ასრულებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. 

კომენტარები