საქართველოს პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოამზადა საკანონმდებლო ინიციტივა, რომელიც საპარლამენტო კომისიების თავმჯდომარის პოსტზე ოპოზიციის კანდიდატის დამტკიცებას გულისხმობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, იმავე ინიციატივას ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაც ითვალისწინებდა.

პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, დროებითი საგამოძიებო და დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა კანდიდატურების წარდგენა მხოლოდ უმცირესობის მხრიდან უნდა მოხდეს.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი ადასტურებს, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციური წარმომადგენლობის გაზრდა, კომისიის ხელმძღვანელის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობა ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული საკითხია, თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკანონმდებლო ინიციატივის გაზიარებას მაინც არ აპირებს.

როგორც ქუცნაშვილმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, „წინასაარჩევნო პროგრამა სხვაა, სამთავრობო პროგრამა - სხვა“.

კომენტარები