ბათუმი

ბათუმის ბიუჯეტი 4 689 000 ლარით შემცირდა

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. ქალაქის 2012 წლის ბიუჯეტი 4 მილიონ 689 ათასი ლარით შემცირდა.

გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 15 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო. ბიუჯეტის შემცირებას მხარი არ დაუჭირა ფრაქცია ბათუმელებმა.

ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის განმარტებით, ბიუჯეტის შემცირების ძირითადი მიზეზი დაგეგმილი პრივატიზაციების შეჩერება გახდა.

 

კომენტარები