სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მოთხოვნით აქციას მართავენ, თბილისის მერიაში შეიჭრნენ. ამ წუთებში აქციის მონაწილეებსა და მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელს მამუკა ქაცარავას შორის შეხვედრა იმართება.
ჯერჯერობით ხელმძღვანელობასა და სოციალურად დაუცველ პირებს შორის შეთანხმება არ შემდგარა. მამუკა ქაცარავას განცხადებით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა შეუძლებელია.
ტაბულასთან საუბარში თბილისის მერიის წარმომადგენელმა დაცვის სამსახურის წევრებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. აგრეთვე, განაცხადა, რომ ცნობა იმის შესახებ, თითქოს მერიაში სოციალურად დაუცველი პირების შეჭრის შემდეგ შენობის რამდენიმე კარი დაზიანდა, ასევე, მოქალაქეთა მისაღების შუშები ჩაიმსხვრა, სიმართლეს არ შეესაბამება.




