სახელმწიფო და ეკლესია

ივანიშვილი: ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, დღეს, 24 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სახელმწიფომ ეკლესიის დახმარების სწორი ფორმა უნდა შეარჩიოს. ”ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს. გადაირიცხება თუ არა თანხები, დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ უნდა შევარჩიოთ დახმარების სწორი ფორმა”, - აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, სახელმწიფო შეიძლება ეკლესიას ეხმარებოდეს, ”მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს ხდება, როცა პიროვნულად აძლევენ სასულიერო პირებს მანქანებს და ხელისუფლება წყვეტს, ვის და როგორ უნდა მისცეს”. 
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეკლესიას ხელისუფლება შეიძლება ეხმარებოდეს და ეს ნორმალური პროცესია, ”მაგრამ თავად სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ და რანაირად განკარგოს სახელმწიფოს მიერ გადარიცხული თანხები”.

კომენტარები