საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ თანამდებობა დატოვა.

სამეთვალყურეო საბჭომ ეზუგბაიას თხოვნა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე უკვე დააკმაყოფილა.

„მე, როგორც გენერალური დირექტორი, პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა საკითხზე, ყველა გადაწყვეტილებაზე, რაც ამ წლებში დირექტორთა საბჭომ მიიღო. მადლობას ვუხდი საქართველოს რკინიგზის ყველა თანამშრომელს და მენეჯმენტს, ერთად გატარებული წლებისა და იმ თავდადებისათვის, რითიც გამოირჩევა საქართველოს რკინიგზის თითოეული თანამშრომელი საკუთარი კომპანიის წარმატებისათვის ბრძოლაში. წარმატებას ვუსურვებ მათ. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს რკინიგზას. მივმართვ ყველა თანამშრომელს, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე განსაკუთრებული სიფრთხილით იმოქმედონ, შეასრულონ საკუთარი მოვალეობები მშვიდად, რომ ზიანი არ მიადგეს კომპანიის საოპერაციო მართვასა და უსაფრთხოებას“, - აცხადებს ირაკლი ეზუგბაია. 

კომენტარები