პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცადებით, ქართული ოცნება პარლამენტში ოთხი ფრაქციის შექმნას გეგმავს. მათ შორის ყველაზე დიდი იქნება ქართული ოცნება, ასევე უმრავლესობის ფრაქციებს შექმნიან რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და კონსერვატორები. რაც შეეხება ეროვნულ ფორუმსა და მრეწველებს, ისინი ქართული ოცნების შემადგელობაში იქნებიან. კობახიძის თქმით, გამორიცხული არ არის, ფრაქციათა რაოდენობა უფრო გაიზარდოს.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობა ფრაქციების რაოდენობასთან და ვიცე-სპიკერთან დაკავშირებით განცახდებას დღეს გააკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა სამი ფრაქციის შექმნას გეგმავს. მათ შორის ყველზე დიდს გოკა გაბაშვილი უხელმძღვანელებს.
გარდა ამისა, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ იქნება 15 საპარლამენტო კომიტეტი. ასევე, სავარაუდოდ ოთხი ვიცე-სპიკერი: ზვიად ძიძიგური, ზურაბ აბაშიძე, ზურაბ ტყემალაძე და მურმან დუმბაძე.
პარლამენტი 21 ოქტომბერს შეიკრიბება. პირველ სხდომას დაესწრება პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ასევე სხვადასხვა კონფენსიების წარმომადგენლები. პარლამენტის წევრებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართავს.




