პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტიდან გვიან ღამით დაბრუნდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გუშინ გაავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქვეყნის პირველმა პირმა ბუქარესტიდან საქართველოში დაბრუნება დაგეგმილ დროს ვერ შეძლო. თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში ბორტმა ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა.

"ამის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, შასისთან დაკავშირებული პრობლემა გახდა". - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, იგი ევროპის სახალხო პარტიის კონგრესს დაესწრო.

 

კომენტარები