საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუმინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში გამართული არჩევნები და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბანის განცხადებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს მმართველობის დემოკრატიული კურსი, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორია. შეხვედრისას, საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების აუცილებლობასაც შეეხო.
მიხეილ სააკაშვილი აგრეთვე, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა და 1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესი უწოდა.
ქვეყნის პირველმა პირმა ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის 21-ე კონგრესის მუშობაში მიიღო მონაწილეობა.




