სასჯელაღსრულების სამინისტრო

სოზარ სუბარი გიორგი ტუღუშს შეხვდა

სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი, მოქმედ მინისტრს გიორგი ტუღუშს შეხვდა. საუბარი შეეხო სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, ასევე ფინანსურ საკითხებს.

როგორც სოზარ სუბარმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ციხეებში იმაზე მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ,,საზოგადოებას წარმოედგინა’’ და მისი მთავარი პრიორიტეტი ,,კორუფციის აღმოფხვრა და სისტემის გაადამიანურება’' იქნება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გიორგი ტუღუშმაც გააკეთა. გიორგი ტუღუშის თქმით, მან სოზარ სუბარს სამინისტროს ფინანსური მდგომარეობა გააცნო და ესაუბრა იმაზე, თუ რა გაკეთდა მისი მინისტრობის პერიოდში და რა ძირეული პრობლემებია აღმოსაფხვრელი.

გიორგი ტუღუში იმედოვნებს, რომ სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა არა მხოლოდ გააგრძელებს დაწყებულ დადებით პროცესებს, არამედ ბევრ ახალი ინიციატივას განახორციელებს.

კომენტარები