საქართველო-ევროკავშირი

საქართველოს და ევროკავშირს შორის საფინანსო შეთანხმებები გაფორმდა

საქართველოს და ევროკავშირს შორის 2011 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ორი საფინანსო შეთანხმება გაფორმდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენელმა თორნიკე გორდაძემ შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

საფინანსო შეთანხმებების ბიუჯეტი 23 მილიონ ევროს შეადგენს. შეთანხმებები ითვალისწინებს - სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამას „იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიმღები თემის მხარდასაჭერად“, რომლის ბიუჯეტიც 19 მილიონი ევროა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროგრამას - 4 მილიონი ევრო.

ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი ესწრებოდა. დოკუმენტებს ევროკომისიის სახელით, ბრიუსელში უკვე მოაწერა ხელი  ევროკომისიის განვითარებისა და თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა მარკუს კორნარომ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, აღნიშნული საფინანსო შეთანხმებები მიზნად ისახავს საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას და სიღარიბის პროექტების განხორციელებას, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში ნდობის აღდგენის ღონისძიებების ხელშეწყობას.

 

კომენტარები