ევროკავშირი

ევროკავშირის 5-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა სააკაშვილს და ივანიშვილს წერილი მისწერა

ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინიტრებმა სააკაშვილს და ივანიშვილს წერილი მისწერეს. წერილში მინისტრები პრეზიდენტსა და ქართული ოცნების ლიდერს საარჩევნო პროცესის ისევე დასრულებას სთხოვენ, "როგორც ის დაიწყო, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წესების დაცვით".

მინისტრები პირველ ოქტომბერს საქართველოში ვიზიტიაც იმყოფებოდნენ. მათი შეფასებით, არჩევნები დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესში მნიშნველოვანი ნაბიჯი იყო.

"არჩევნების შედეგები მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას აკისრებს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, რათა მათ იზრუნონ, რომ პარლამენტმა დემოკრატიისა და კონსტიტუციური ნორმების მიხედვით შეძლოს საკუთარი ფუნქციების შესრულება. ჩვენი აზრით, დროა ერთად იმუშაოთ, საქართველოს ინტერესებისა და ერთიანობის სასარგებლოდ. 

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ინარჩუნებს თავის ძლიერ სურვილს, რომ დარჩეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მნიშნველოვანია რომ საქართველოს მთავრობამ ენერგია არ დაზოგოს ამ მიზნის მისაღწევად. გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყნები კვლავ უჭერენ მხარს საქართველოს, რათა მან მიაღწიოს თავის ლეგიტიმურ სურვილს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისა," წერია წერილში.

კომენტარები