ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა რუსთავი 2-ის გადაცემა ბიზნეს კურიერს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
”გუშინდელ შეხვედრაზე მე მივმართე საჯარო მოხელეებს და ბიზნესმენებს, რომ გამოასწორონ უკანონობა, რომელიც ჩადენილი აქვთ, სანამ სასამართლომდე მისულან და შეიძლება ზოგიერთმა თავისუფლებაც დაკარგოს ისეთი დანაშაულებია ჩადენილი. მე ვიძლევი იმის გარანტიას, რომ ჩინოვნიკები აღარ იქნებიან იმ განცხრომაში, რასაც ბედავდნენ. ამის მოწესრიგებას არ სჭირდება დიდი დრო და ფული” - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით ინვესტიციებს, დიდი დრო და ფული სჭირდება ეკონომიკის აღორძინებას და სამუშაო ადგილების შექმნას და იქნე დასძინა, რომ 5 წუთში ვერ მოხერხდება, რომ სამუშაო ადგილი ყველამ იშოვოს.
ივანიშვილმა დასაქმების სამინისტროს მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ სამინისტროს საქმიანობას ”არ აქვს ფასი”.
ქართული ოცნების ლიდერმა, ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარანტიას ვერ იძლევა, თუმცა ჰგონია, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები მალე აღდგება.




