ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილი ახალი მთავრობის შემადგენლობას 8 ოქტომბერს დაასახელებს

ქართული ოცნება მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობას 8 ოქტომბერს დაასახელებს. კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მანამდე იგი მთავრობის შემადგენლობის საკუთარ პროექტს გუნდის წევრებთან შეაჯერებს.

”ჩემი გუნდის წევრებს გავაცნობ მინისტრთა კაბინეტის ჩემს პროექტს. ალბათ, ის ნაწილობრივ შეიცვლება, რადგან მარტო არ ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებებს. ორშაბათს უკვე მთელი მთავრობის შემადგენლობას გაგაცნობთ". - აღნიშნა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერის თქმით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველა მინისტრი და მოადგილეების ნაწილი შეიცვლება. მისივე თქმით, ყველა საჯარო მოხელე შეინარჩუნებს თანამდებობას.

 

კომენტარები