რუსეთი

რუსეთი არჩევნების შემდეგ კონსტრუქციულ ცვლილებებს იმედოვნებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ალექსანდრ ლუკაშევიჩი, ქართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამიერკავკასიაში სიტუაციის ნორმალიზებას იმედოვნებს.

"ვიმედოვნებთ, ამ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით კონსტრუქციული ცვლილებები დადგება, რაც ნორმალიზაციის საშუალებას მოგვცემს, არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების კუთხით” - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

ლუკაშევიჩის თქმით - ”"საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ გააზრებას საჭიროებს”.

"სხვათა შორის, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორები არა ჩვენ, არამედ ბატონი სააკაშვილი იყო. ამიტომ დავაკვირდებით და ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილებები არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, არამედ მთლიანად, ამიერკავკასიაში სიტუაციის" - აღნიშნავს ლუკაშევიჩი.

”ჩვენ არა განცხადებებით, არამედ ქართველი პოლიტიკოსების ქცევით ვიმსჯელებთ, ისევე, როგორ სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში ვიქცევით", - განაცხადა რუსული საგარეო უწყების წარმომადგენელმა და ქართულ-რუსული საუკუნოვან მეგობრობა გაიხსენა.

 

კომენტარები