შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ოზურგეთში პოლიციამ კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ნუგზარ მიქელაძე და ვახტანგ გუჯაბიძე დააკავა.
ნუგზარ მიქელაძე „მერსედესის" მარკის ავტომობილით , ვახტანგ გუჯაბიძე კი „ბეემვე"-ს ტიპის ავტომანქანებით მოძრაობდნენ. არცერთი ამათგანი არ დაემორჩლა საპატრულო პოლიციის ხმოვან შეტყობინებას. ამის შემდეგ მოხდა ორივე მათგანის გაჩერება, შემდეგ დაჯარიმება მძღოლის დაუმორჩილებლობისთვის. პოლიციამ გამოუწერა შესაბამისი ოქმები და გადასცა მძღოლებს. ავტომაქანები კი გადაყვანილია საჯარიმო ავტოსადგომზე.”




