დამკვირვებლები

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ახალი დარღვევების შესახებ

არჩევნებზე დაკვირვების მორიგი შედედები საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა წარმოადგინა. მან ხაზი გაუსვა „პოზიტიურ ტენდენციებს“, რაც, მისი აზრით, ამომრჩეველთა მაღალ აქტიურიბაში გამოვლინდა.

ეკა გიგაურმა ასევე დარღვევების შესახებ ბოლო ინფორმაცია წარმოადგინა. მისი თქმით, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც უბნებზე მყოფ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს არ აქვთ შესაბამისი ბეიჯები.

გარდა ამისა, ჩოხატაურისა და სამტრედიის ოლქებში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც პირები, რომლებიც სპეციალურ სიებში ირიცხებოდნენ და ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცათ, უბნებზე გამოცხადდნენ. რადგან ასეთი ამომრჩევლების მარკიცება არ ხდება, გიგაურის თქმით, შეუძლებელია იმის გადამოწმება, მისცეს ამ პირებმა ხმა ერთ ან ერთზე მეტ უბანში.

გიგაურმა დარღვევების რამდენიმე კონკრეტული ფაქტიც მოიყვანა: ბათუმის მე-17 უბანზე ოთხმა ამომრჩეველმა ვერ მისცა ხმა იმის გამო, რომ მათ ნაცვლად ამომრჩეველთა სიაზე ხელი სხვებს ჰქონდათ მოწერილი. მარტვილის მე-3 უბანზე დაუდგენელმა პირებმა გადასატანი ყუთი გაიტახეს.

გარდა ამისა, გიგაურის მონაცემებთ, გარდაბნის 27-ე უბანზე რამდენიმე ამომრჩეველმა იკითხა, ვისთვის მიეცა ხმა და იქვე მყოფმა პირებმა მიუთთეს, რომ 5 უნდა შემოეხაზათ. ასეთი შემთვევები, მისი განცხადებთ, სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა.

ასევე, ორგანზიაციის ინფორმაცით, სიღნაღის ოლქიც 28-ე და 29-ე უბნებზე საოლქო კომისის წევრმა ვანო პეტრიშვილმა ჟურნალისტებს არ მისცა გადაღების საშუალება, რის შემდეგაც ამ უბნებზე ხმა სასაზღვრო პოლიციის თანამნშრომლებმა მისცეს.

 

კომენტარები