დამკვირვებლები

მრავალეროვანი საქართველო „სისტემურ ტენდენციებზე“

ორგანიზაციამ მრავალეროვანი საქართველო საკუთარ დამკვირვებელთა მიერ 12 საათის მდგომარეობით მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგინა. მრავალეროვანი საქართველო არჩევნებს ქვეყნის ხუთ რეგიონში აკვირდება, სადაც მაღალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა. კერძოდ, სამცხე- ჯავახეთში, ქვემი ქართლში, შიდა ქათლში, კახეთში და მცხეთა-მთიანეთში.

ორგანიზაციას 400-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავს. თუმცა, ორგანიზაციის წარმომადგენლის ალექსანდრა კალატოზიშვილის განცხადებთ, ტექნიკური ხარვეზების გამო მათი ნაწილის რეგისტრაცია ვერ მოხდა და მათგან 15-20 პროცენტი საკუთარ მოვალეობას ამის გამო ვერ ასრულებს.

რაც შეეხება დარღვევებს, ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებთ, დღის 12 საათისთვის ორი ძირითადი ტენდენცია გამოიკვეთა. პირველი - ბიულეტენების „სისტემური დანაკლისი“ უბნებზე, რომელიც ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 10 უბანზე გამოავლინეს.

და მეორე - სისტემურ ხასიათს იძენს საარჩევნო კაბინაში ერთზე მეტი პირის შეხვლა. რასაც, ორგანიზაციის წარმომომადგენლის თქმთ, ამოომრჩევლის შეძღუდული ფიზიკური შესაძლებლობებით ხსნიდნენ. თუმცა, თანად ამომრჩევლებს ეს გარეგნულკად არ ეტყობოდათ. ასეთი შემთხვეევები, კერძოდ, გამოვლინდა ბოლნისის 45 და 46 და დმანისის 24 -ე უბანზე.

ორგანიზაციის ინფორმაცით, რიგ უბნებზე გამოვლინდა მარკირების წესის დარღვევა. ახალქალაქის 37-ე უბანზე კენჭისყრის ოთახში დაცვის პოლიცია იმყოფებოდა, ახმეტის მე-18 უბანზე კი სოფლის რწმუნებულის მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები გამოვლინდა. დამკვირვებლები ასევე უბნებზე მრავალ ტექნიკურ ხარვეზს აფიქსირებენ.

 

კომენტარები