დამკვირვებლები

საერთაშორისი გამჭვირვალობა-საქართველო დარღვევების შესახებ

საერთაშორისი გამჭვირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ღია საზოგადოება-საქართველოს მიერ ორგანიზებულ მედიაცენტრში ორგანიზაციის დამკვირვებელთა მიერ ამ დროისთვის გამოვლენილ დარღვევგებზე და საარჩევნო უბნებზე არსბულ სიტუაციაზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ საარჩვნო კომისების წევრები ხშირად აგრესიას იჩენენ დამკვირვებელთა მიმართ. განსაკუთრებით, მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარეები აქტიურობენ.

გიგაურის თქმთ, ამ დროისთვის რამდენიმე სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა. კერძოდ, 20-მდე უბანზე იმაზე ნაკლები ბიულეტენები და კონვერტები დარიგდა, ვიდრე ამომრჩეველია რეგისტრირებული. საბურთალოს 52-ე უბანზე ერთ-ერთმა მოქალაქემ ერთი ბიულეტენი ყუთში ჩააგდო და მეორე  წაიღო. გიგაური ეჭვობს, რომ ამ უბანზე ე. წ. „სომხური მარაოს“ გამოიყენებაა დაგეგმილი, რაც სერიოზული კანონდარღვევაა.

გარდა ამისა, მისი თქმთ, ჩხორიწყუს 21-ე უბანზე სამკერდე ნიშნის არმქონე პირები ხელს უშლიან საარჩევნო პროცესს და მითითებებს აძლევენ კომისიის წევრებს. ახალქალაქის მე-19 უბანზე ათამდე ადამიანს პირადობის მოწმობების გარეშე მიაცემინეს ხმა. გიგაურის თქმით, ამ მომენტისათვის ორგანიზაცია ამ დართღვევებთან დაკავშრებით საჩივრებს ამზადებს.

საერთაშორისო გამჭვიორვალობა-საქართველო არჩევნებს 63 საარჩევნო ოლქში აკვირდება. მისიაში 420 ადგილობრივი და 56 საერთაშორისი დამკვირვებელი მონაწილეობს, რომლებიც საერთაშორისო გამჭვირვალობის ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პორტუგალიის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ორგანიზაციებს წარმოადგენენ.

 

კომენტარები