ხელისუფლება 25 სექტემბრიდან "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ფალსიფიცირებული კომპრომატების გამოქვეყნებას გეგმავს, განაცხადა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე.
"ხელისუფლება გეგმავს, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყოს "ქართული ოცნების" წევრებისა და აქტივისტების, ასევე საარჩევნო კომისიებში კოალიციის წარმომადგენლების, დამკვირვებლების მასობრივი დაპატიმრებები, იშვიათად, მაგრამ მაინც სისხლის სამართლებრივი დევნაც", განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარი ამბობს, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დაიბარეს პრობაციონერები და აგენტები და დაავალეს, შეაღწიონ "ქართული ოცნების" რიგებში როგორც აქტივისტებმა და გააკეთონ ფარული ჩანაწერები, თუ როგორ ცდილობს ქართული ოცნება ამომრჩევლების მოსყიდვას.
მან ასეთი ვიდეობის გამოქვეყნებას სუკისდროინდელი სპექტაკლები უწოდა.




