უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების წამების ფაქტს გამოეხმაურა. ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადებით, მსჯავრდებულების წამებასთან დაკავშირებით აუცილებელია ჩატარდეს დაწვრილებითი და გამჭვირვალე გამოძიება, რომელიც სათანადოდ დასჯის დამნაშავეებს.
მისი თქმით, ოფიციალური ბრიუსელი აღშფოთებულია იმ შემაძრწუნებელი კადრებით, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ აწამებენ პატიმრებს გლდანის ციხეში.
"ხელისუფლებამ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ და მსგავსი ინცინდენტების დეტალურ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას". - ნათქვამია ქეთრინ ეშტონის განცხადებაში.





