საპროტესტო აქცია

სტუდენტებმა პატიმართა ცემის ფაქტებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს.

სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი რამდენიმე ასეული სტუდენტი ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები შს მინისტრის ბაჩო ახალაიას და მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. სტუდენტების განცხადებით, მათ საპროტესტო აქციას არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს.

სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა მსვლელობით მოგვიანებით მოდულის შენობისკენ გადაინაცვლეს.

 

კომენტარები