17 სექტემბერს რუსმა მესაზღვრეებმა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს გალის რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომლებიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების წყოუშისა და ფახულანის სკოლებში სწავლობენ. ცნობას ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
„მათ განუცხადეს, რომ სწავლის გასაგრძელებლად მიაკითხონ საბერიოს სკოლას, სადაც სწავლების პროცესი მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობს“,- წერია განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ ეს არა რის ეთნიკურად ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვის პირველი შემთხვევა.
სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა დაგმო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ეთნიკურად ქართველი მოსწავლეებისთვის გადაადგილების თავისუფლებისა და ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვის ფაქტი. მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას მის შესწავლისკენ და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.




