რუსეთი

მოსკოვში მილიონების მარში დაიწყო

სექტემბერს მოსკოვში ოპოზიციის მრავალათასიანი აქცია, ე.წ. მილიონების მარში დაიწყო. დემონსტანტებს რამდენიმე მთავარი მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების გადადგომა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სოციალური ხარჯების გაზრდა.

თვითმხილველებზე დაყრდნობით, სააგენტო როიტერი ავრცელებს ცნობას, რომ ოპოზიციის ლიდერებმა შეძლეს მიზნის მიღწევა და სულ მცირე, 50 ათასი ადამიანი შეაგროვეს, რაც მოძრაობისთვის გარკვეული მუხტის შენარჩუნებისთვის საკმარისია.

„ჩვენი მიზანია, მთავრობას დიალოგის დაწყება ვაიძულოთ. ზაფხული გავიდა, სამი თვე ჩვენი ბოლო მსვლელობიდან. არცერთი ჩვენი მოთხოვნა არ შესრულებულა. პირიქით, რეპრესიები გაფართოვდა, მეტი ადამიანი დააკავეს“ - განაცხადა მემარცხენე ფრონტის ლიდერმა სერგეი უდალცოვმა - „პრეზიდენტი რეალობას გაერიდა. ის წეროებთან ერთად დაფრინავს და ხალხს ზემოდან აფურთხებს“.

დემონსტრანტებს ასევე ეჭირათ დიდი წითელი, ყვითელი და ლურჯი საჰაერო ბუშტები, ჯგუფ Pussy Riot-ის მხარდასაჭერად.

აქციასთან დაკავშირებით, მოსკოვში დილიდან მობილიზებულია 7 ათასამდე პოლიციელი. რაიმე ინცინდენტს ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია.

 

კომენტარები