საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეერთებული შტატების მისიაზე განხორციელებულ თავდასხმას.
”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს ამ დიდი დანაკარგის გამო. ქართული მხარე უერთდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს და მკაცრად გმობს აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მზადყოფნას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.” - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
11 სექტემბერს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმისას შეერთებული შტატების საელჩოს ოთხი თანამშრომელი, მათ შორის, ლიბიაში აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი და საგარეო უწყების ოფიცერი შონ სმიტი დაიღუპნენ.




