ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული აგვისტოს თვის პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შედეგების თანახმად, საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად გამოკითხულთა 27%-ს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი სურს, ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი 12%-ს, 4%-ს კი პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი სურს.
კითხვაზე ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად 28%-ს პასუხი არ აქვს, ხოლო აღნიშნულ კითხვაზე 21%-მა პასუხის გაცემა არ ისურვა. გამოკითხულთა 3% კი საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად გიორგი თარგამაძეს ისურვებდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან - 12 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2038 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.




