ავღანეთში, ბარდაქის პროვინციაში ორმაგი ტერაქტის შედეგად ცამეტი ადამიანი (ცხრა სამოქალაქო პირი და ოთხი პოლიციელი) დაიღუპა, ოთხ ათეულზე მეტი კი დაშავდა.
ტერორისტებმა იერიში ნატოს ბაზაზე მიიტანეს. პირველი აფეთქება ბაზის ახლოს, თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ამის შემდეგ სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც ახლოს მდებარე ბაზარი მთლიანად განადგურდა, დაინგრა სახლებიც.
ტექრაქტზე პასუხისმგებლობა ორგანიზაცია თალიბანმა აიღო.
ამჟამად ნატოს ავღანეთში 130 000 ჯარისკაცი ჰყავს. საომარი ძალების უკან გაწვევას ის 2014 წლის ბოლომდე არ აპირებს.





