ავღანეთში ადგილობრივ სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმულმა პიროვნებამ ნატოს ჯარების სამი სამხედრო მოსამსახურე მოკლა. BBC–ის ინფორმაციით, გარდაცვლილები ავსტრალიის მოქალაქეები არიან. გამოცემის ცნობით, თავდამსხმელი ავღანეთის სამთავრობო სამხედრო სამსახურში მსახურობდა.
უკანასკნელ ხანებში ავღანეთში სამხედროებზე განხორციელებულმა თავდასხმების რიცხვმა იმატა. 2012 წლის განმავლობაში ნატოს ჯარების 45 ჯარისკაცი სხვადასხვა შემთხვევებს ემსხვერპლა.
მიმდინარე კვირაში ავღანეთში, ჰელმენდის პროვინციაში ავსტრალიის მოქალაქე კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ ისლამისტურ მოძრაობა თალიბანში ავღანელი სამხედროებიც არიან. თალიბების წარმომადგენლების განცხადებით, ნატოს ჯარისკაცებზე განხორცილებული თავდასხმები კოალიციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სტრატეგიაა.




