ანდერს ბრეივიკი

ბრეივიკს ციხეში სტუმრების მიღების უფლება დართეს

ტერორისტ ანდერს ბრეივიკს, რომელსაც 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ციხის ადმინისტრაციამ კვირაში ერთხელ მნახველების მიღების უფლება დართო. გადაწყვეტილების მოტივად ბრეივიკისთვის ,,ფსიქოლოგიური გადახრების აცილება'' დასახელდა, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივმა იზოლაციამ.

როგორც ცნობილია, შეხვედრების დრო მკაცრად განისაზღვრება 1 საათით. ბრეივიკთან სტუმრობა შეეძლებათ მის ნათესავებსა და ჟურნალისტებს. აღნიშნული შეხვედრები ზედამხედველების მეთვალყურეობის ქვეშ ჩაივლის.

ამასთანავე, ციხის ადმინისტრაცია მზადაა ტერორისტს ნოუთბუქის გამოყენების საშუალება მისცეს, რომლის მეშვეობითაც ბრეივიკს შეეძლება წიგნებიც კი გამოსცეს, მას შემდეგ რაც მის ტექსტებს ციხის თანამშრომელი გაეცნობა. 

24 აგ­ვის­ტოს ოს­ლოს სა­სა­მარ­თლომ ნორ­ვე­გი­ა­ში შარ­შან ჩა­დე­ნილ ტე­რაქ­ტებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ან­დერს ბრე­ი­ვი­კი შე­რაც­ხა­დად ცნო და მას 21–წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ბრე­ი­ვი­კი თავს ტე­რო­რის­ტად არ მი­იჩ­ნევს, თუმ­ცა მკვლე­ლო­ბე­ბის ფაქტს არ უარ­ყოფს.

ან­დერს ბრე­ი­ვიკ­მა 2011 წე­ლს ნორ­ვე­გი­ა­ში ორი ტე­რაქ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა­საც 77 ადა­მი­ა­ნის სი­ცოც­ხლე შე­ეწი­რა.

კომენტარები