APPLE

Samsung-ს Apple-ისთვის მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა

კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ კომპანია Samsung–ს კონკურენტი კორპორაციისთვის, Apple-სთვის 1,05 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

BBC–ის ინფორმაციით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება Samsung–ის მიერ Apple-ის საავტორო უფლებების დარღვევის გამო მიიღო. კონკურენტმა კომპანიამ Apple-ის კუთვნილი პატენტი დაარღვია, რომელიც მობილური ტელეფონებით ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს, აგრეთვე, კონკურენტის დიზაინი უკანონოდ გამოიყენა.

ექსპერტების შეფასებით, კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილება ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის სასარგებლო იქნება, რადგან სხვა კომპანიების წარმომადგენლები მეტად იქნებიან ორიენტირებულნი საკუთარი ნაწარმის განვითარებაზე.

აღსანიშნავია, რომ ივნისში ჰოლანდიის სასამართლომ ანალოგიური დარღვევისთვის კომპანია Apple-ს Samsung Electronics-სთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

 

კომენტარები