პატიმართა შეწყალება

206 პატიმრიდან ნახევარზე მეტს შეწყალების რეკომენდაცია მიეცა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის განცხადებით 206 მსჯავრდებულიდან ნახევარზე მეტს შეწყალების რეკომენდაცია მიეცა. შესაწყალებელთა სიაში  ერთი არასრულწლოვანი მოხვდა. თევდორაძე ამბობს, რომ შეწყალების რეკომენდაცია ათამდე არასრულწლოვანიდან მხოლოდ ერთს მიეცა, რადგან ამ უკანასკნელს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დადებითი რეკომენდაცია ჰქონდა, ხოლო დანარჩენს, - არა.

სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, 15 პატიმარს კომისიამ დარჩენილი სასჯელის განახევრების რეკომენდაცია მისცა. სარეკომენდაციო სია უკვე გადაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტთან . 

კომენტარები