Pussy Riot

სასამართლომ Pussy Riot-ის წევრები ხულიგნობაში დამნაშავედ სცნო

პანკ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრები რუსეთის სასამართლომ რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ ხულიგანობაში დამნაშავედ სცნო. ჯგუფის წევრებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. პროკურატურა მათი 3 წლით დაკავებს ითხოვდა.

მოსამართლე სიროვას თქმით, ჯგუფის წევრებმა სოციალური წესრიგის დარღვევა სცადეს. ჯგუფის სამი დაკავებული ქალის მიხედვით, პანკ ლოცვა მოსკოვის კათედრალში პოლიტიკური აქტი იყო, რომლითაც ისინი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კავშირს აპროტესტებდნენ. მოსამართლის თქმით, პანკ ჯფგუფმა შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლებს და პროკურატორის მოწმეები მოიხმო დასტურად, რომ ”ლოცვა” რელიგიური შეურაცხყოფა იყო და არა პოლიტიკური პროტესტი.

ჯგუფის დაკავებული წევრები ღიმილით შეხვდენენ განაჩენს. ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე თავისი ადვოკატის საშუალებით განაცხადა, რომ მათი ციხეში ჩასმა ნიშანი იყო რომ მთელ ქვეყანას თავისუფლებას ართმევდნენ. 

 

კომენტარები