ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ მოულოდნელად თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მარშალი ჰუსეინ ტანტავი გადააყენა და მნიშვნელოვნად შეზღუდა სამხედროთა გავლენა.
გასული წელს მუბარაკის ჩამოგდების შემდეგ 76 წლის ტანტავი სამხედრო საბჭოს ჩაუდგა სათავეში, რომელმაც საკუთარ თავზე ქვეყნის მართვა იტვირთა. შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს (SCAF) ხელმძღვანელის და თავდაცვის მინისტრ ტანტავისთან ერთად, მურსიმ სამხედრო შტაბის უფროსი სამი ენანიც დაითხოვა. ამასთან, მან გააუქმა არჩევნებამდე გენერლების მიერ მიღებული საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლებას ზღუდავდა.
ტანტავი და ენანი პრეზიდენტის მრჩევლებად დაინიშნენ და მათ საპატიო ორდენები გადაეცათ. მათ მუბარაკის ხვედრის გაზიარება და მართლმსაჯულებას გადაცემა არ ელით.
შეიარაღებული ძალების წამყვანი პირები მორსის ამ ნაბიჯს მშვიდად შეხვდნენ. ერთი ანალიტიკოსის თქმით, მორსის ‘სამოქალაქო კონტრ-გადატრიალებას’ არმიის შიგნით არსებულმა პუტჩმა ხელი შეუწყო.
პენტაგონის განცხადებით, მისი სტრატეგიული მოკავშირის არმიაში მომხდარი ცვლილებები მოულოდნელი არ ყოფილა.





