სირიის კრიზისი

სირიაში ალეპოსთვის ბრძოლები გრძელდება

სირიაში შეტაკებები გრძელდება. მთავარი ბრძოლა სირიის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქის, ალეპოსთვის მიმდინარობს. აქტივისტების თქმით, ეს 17 თვიან პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა.

ამჟამად ალეპოს დიდ ნაწილს აჯანყებულები აკონტროლებენ, ასადის ჯარი კი კონტროლის აღდგენისთვის ემზადება. BBC თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ქალაქის მისადგომებთან სამთავრობო ჯარის ჯავშან-ტექნიკაა მობილიზებული.

სააგენტო როიტერის ცნობებით, მთავრობის ჯარებმა აპოლოს რამდენიმე რაიონს ვერტმფრენებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა 27 ივლისს საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ერთად იმუშავონ ალეპოში სამხედრო იერიშის მიტანაზე: „უკანასკნელი განცხადებები მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების თაობაზე ის მოქმედებაა, რომლის მხოლოდ დამკვირვებლად და მაყურებლად დარჩენა არ შეიძლება“ - განაცხადა მან ლონდონში გამართულ კონფერენციაზე, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კამერონთან ერთად იმყოფებოდა.

დამკვირვებელთა ცნობით, პარასკევს სირიის მასშტაბით 160 ადამიანი დაიღუპა. შეტაკებების დაწყების შემდეგ დღემდე კი ჯამში 18 ათასამდე ადამიანია დაღუპული.

 

კომენტარები