სირიელი მეამბოხეები ტარტუს პორტში განთავსებულ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე თავდასხმით იმუქრებიან - იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი პრეზიდენტ ასადის რეჟიმის იარაღით მომარაგებას განაგრძობს.
„ჩვენ ვაფრთხილებთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს: თუ მეტ იარაღაც გამოგზავნიან ჩვენი ოჯახების დასახოცად, სირიელი ხალხი მათ სირიის ტერიტორიაზე დაარტყამს“ - განაცხდა თავისუფალი სირიის არმიის ლოჯისტიკის კოორდინატორმა ლოუაი ალ მოკდადმა.
„ინფორმატორები გვატყობინებებენ, რომ მომავალ ორ კვირაში ტარტუს პორტში იაღაღის დიდი პარტია ჩამოვა. ჩვენ არ გვსურს პორტზე თავდასხმა, ჩვენ არ ვართ ტერორისტები, მაგრამ მათი ქცევა არჩევანს აღარ გვიტოვებს“.
თავისუფალი სირიის არმიას სამხედრო-საზღვაო ბრიგადა ჰყავს. არმიის ოფიცერის, კაპიტან ვალიდის თქმით, მრავალი მისი მებრძოლი თავის დროზე ამ პორტში მუშაობდა და მას კარგად იცნობს.
სწორედ სირიის ამ პორტში შემოაქვს მოსკოვს იარაღის უდიდესი ნაწილი. თვის დასაწყისში მოსკოვმა ნათლად მიუთითა, რომ ის განაგრძნობს „საკონტრაქტო მოვალეობების“ შესრულებას და სირიას იარაღითა და მძიმე სამხედრო ტექნიკით მოამარაგებს, მათ შორის, ანტი-საჰაერო სისტემებითაც.




