გუშინ, ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო საშუალებებმა გაავცელეს განცხადება, რომ ქვეყნის ახალ ლიდერს კიმ ჩენ ინს ცოლი ჰყავს. ამ მოულოდნელმა სასიხარულო ამბავმა მაშინვე მიიპყრო ყურადღება და მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების მთავარი თემა გახდა.
პირველად ეს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეაში რადიოთი გაისმა, როდესაც კომენტატორი 8 წუთის განმავლობაში ჰყვებოდა ახალ ამბავს - თუ როგორ ეწვია ქვეყნის ლიდერი მეუღლესთან ლი სოლ ჩჟუსთან ერთად ახლადგახსნილ გასართობ პარკს.
შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინი ქვეყნის სათავეში გასული წლის დეკემბერში მოვიდა, მას მერე რაც მისი მამა, ქვეყნის ბელადი კიმ ჩენ ირი გარდაიცვალა.





