კუბა

კუბელი დისიდენტი ოსვალდო პაია ავტოკატასტროფაში დაიღუპა

კუბელი დისიდენტი ოსვალდო პაია 60 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, დისიდენტის გარდაცვალების შესახებ ცნობა მისმა კოლეგებმა, უფლებადამცველი მოძრაობის წარმომადგენლებმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს. გამოცემის ცნობით, დისიდენტი პროვინცია გრანმაში ქალაქ ბაიამოსთან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, თუმცა ინციდენტის დეტალები ცნობილი არაა.

ოსვალდო პაია ”ვარელას პროექტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელიც კუბაზე სხვადასხვა რეფორმის გატარებას ითვალისწინებდა, მათ შორის ხელმოწერების შეგროვებას ადამიანის უფლებების დამცავი კანონების შემოღების მოთხოვნით.

კუბელი დისიდენტი სახაროვის სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატია. ოსვალდო პაია კუბის მცირერიცხოვანი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო. იგი ქვეყნის მთავრობის მიერ არაერთხელ ყოფილა დაკავებული.

 

კომენტარები