ოპერა

რუსმა ბარიტონმა ფაშისტური სვირინგის გამო ბაიროითის ფესტივალი დატოვა

რუსი ბარიტონი, ევგენი ნიკიტინი, რომელიც ბაიროითის ფესტივალზე წარსადგენად ემზადებოდა, იძულებული გახდა, უარი ეთქვა როლზე მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი გერმანული ტელევიზია მისი ნაცისტური სვირინგზე ალაპარაკდა. ფაშისტური სვასტიკა ბარიტონს მკერდზე აქვს ამოტვიფრული. აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით, ნიკიტინმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა განცნობიერებული,  თუ რაოდენ გააღიზიანებდა ეს სიმბოლიკა საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ფესტივალზე მოსულ გერმანელ მაყურებელს.

რიხარდ ვაგნერის დაარსებული ბაიროითის ფესტივალი, ყოველწლიურად ბავარიაში, ზაფხულის სეზონზე იმართება და მის ფარგლებში ყოველთვის ამავე კომპოზიტორის მუსიკალური დრამები სრულდება. ცნობილია, რომ ადოლფ ჰიტლერი, რომელსაც ვაგნერთან მეგობრობა აკავშირებდა, რეგულარულად ესწრებოდა ბაიროითის ფესტივალს.

ნიკიტინის დებიუტი ფესტივალზე ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელის“ განახლებულ დადგმაში უნდა შემდგარიყო.

 

კომენტარები