რუსეთის ფედერაციამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა ოფიციალურად გააფორმა. დოკუმენტს, ორგანიზაციასთან რუსეთის მიერთების ოქმის რატიფიცირების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა.
აღნიშნული კანონის რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, ხოლო ფედერაციის საბჭომ 18 ივლისს მოახდინა.
რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მიერთების საკითხზე მოლაპარაკებები, თითქმის 18 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, რაც 2011 წლის შემოდგომაზე საქართველოსთან მიღწეული შეთანხმებით დასრულდა.
ორგანიზაციის წევრობის სანაცვლოდ, კრემლი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის მთელ პერიმეტრზე, მათ შორის ფსოუსა და როკის გვირაბის მონაკვეთებზე, ტვირთბრუნვის ერთობლივ გაკონტროლებას დასთანხმდა.




